|
2020-04-27 12:09:09, 8842 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 რეანიმაციული პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რატიანმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ ერთი ტესტირება ჩატარდა, იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე. მივიღეთ ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი და ისინი გაეწერებიან. დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)