|
2020-04-25 15:27:31, 2538 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ჯგუფი გააგზავნა
ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გააგზავნა, - აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დელეგაცია, რომელმაც კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცეს, პეკინიდან ჩრდილოეთ კორეაში 23 აპრილს გაემგზავრა. კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს, ბაბუამისის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კრიტიკულია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ფხენიანი არ ადასტურებს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)