|
2020-04-25 12:37:06, 14364 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 26 ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო 13 ანალიზის პასუხს კი ელოდებიან
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ ჰოსპიტალში კორონავირუსზე 26 ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო 13 ანალიზის პასუხს კი ელოდებიან. მისი თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, კორონავირუსზე დადებითი პასუხი არ მიუღიათ. „ამჟამად, კლინიკაში არის 51 პაციენტი, 39 ცხვირ-ხახის ნაცხი იქნა გაგზავნილი კვლევაზე. მიღებულია 26 უარყოფითი პასუხი, 13 კვლევაში რჩება და ჯერჯერობით პასუხები მიღებული არ არის. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებსა და საკარანტინე სივრცეებში. დანარჩენ ახალშემოსულ პაციენტებს აუღებენ ანალიზებს. ბოლო ხუთი დღეა კოვიდინფექციაზე დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა. ველოდებით 13 ანალიზის პასუხს და დანარჩენი ახლადშემოსულ პაციენტებზე აიღება ანალიზები“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)