|
2020-04-25 12:02:06, 11761 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 112 პაციენტიდან, 3-ის მდგომარეობა მძიმედ რჩება
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 112 პაციენტიდან, 3-ის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ამის შესახებ, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ კლინიკაში მიიღეს 7 ახალი პაციენტი, რომლებთანაც არ დასტურდება გართულება. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ გვიწევს 8 პაციენტი, დამატებითი შემთხვევა არ გვაქვს, 3-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, 5-ის მდგომარეობა, ამ ეტაპამდე, სტაბილურად რჩება, დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია, 44 პაციენტი გვყავს ორმხირი მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც არ დასტურდება ამ ეტაპზე, არანაირი გართულება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)