|
2020-04-24 20:31:11, 2533 ნახვა
მსოფლიო
პანდემიის გამო იაპონიაში მამაკაცებს ქალების მაგივრად პროდუქტების შეძენისკენ მოუწოდეს
იაპონიის ქალაქის, ოსაკის მერმა იტირო მაცუიმ მამაკაცებს ქალების მაგივრად პროდუქტების შეძენისკენ მოუწოდა, რადგანაც მათ ეს უფრო სწრაფად გამოსდით - ამის შესახებ ინფორმაციას „CNN” ავრცელებს. მაცუიმ განმარტა, რომ ქალები მეტ დროს ხარჯავენ საყიდლბეზე სიარულის დროს, რადგან ყუველაფერს ათვალიერებენ და უკეთეს ვარიანტს არჩევენ. მამაკაცები კი სწრაფად ყიდულობენ იმას, რაც სიაში უწერიათ. მერის განმარტებით, ეს ზუსტად ის არის რაც კორონავირუსის პანდემიის დროს სჭირდებათ, რათა თავი აარიდონ დახურულ სივრცეში სხვებთან კონტაქტს. საზოგადოება ნეგატიურად შეხვდა მერის ამ განცხადებას. სოციალურ სივრცეში მომხმარებლება ივარაუდეს, რომ მაცუი არასდროს ყოფილა საყიდლებზე. გაეროს 2020 წლის მონაცემებით ქალები იაპონიის მოსახლეობის 51,2 %-ს შეადგენენ. 24 აპრილის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 12 368 შემთხვევა დაფიქსირდა, 368 ადამიანი გარდაიცვალა. 20 აპრილს, რომ იაპონია მეტნაკლებად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა კორონავირუსის პანდემიის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)