14:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 19:22:14, 1726 ნახვა

კომენტარი
თურნავა - „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამოქმედებულმა ბევრმა ბიზნესმა გადარჩენა და სწრაფად გადაწყობა შეძლო

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მეშვეობით ამ წლებში 500-ზე მეტი ბიზნესი ავამოქმედეთ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს პროგრამა არის ეფექტური, რადგან მის ფარგლებში ამოქმედებულმა ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამ კრიზისულ პერიოდში შეძლო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გადაწყობა და ისეთი პროდუქტების წარმოების დაწყება, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია - იქნება ეს პირბადეები, სამედიცინო კომბინიზონები, სადეზიდნფექციო ხსნარები თუ სხვა საჭირო პროდუქტი.

„ამ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა გიგან სახელმწიფოებში, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ სახელმწიფოებში და ჩვენ ეს არ ვაგრძნობინეთ ქართველ ხალხს, რადგან გვაქვს საწარმოები, რომლებიც ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და სწრაფად გადაეწყნენ ახალ წარმოებაზე, რითიც გვერდში დაუდგნენ საქართველოს და ქართველ ხალხს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics