|
2020-04-24 16:52:50, 2206 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - გარანტირებული გვაქვს დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან
ჩვენ გარანტირებული გვაქვს უკვე დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა სრულიად რეალისტურია და რამდენიმე ხანში ბიუჯეტშიც აისახება. „მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დარტყმა მიადგა ეკონომიკას მინუს 4 პროცენტი სავალუტო ფონდის გათვლით. მინუს 2 მილიარდი ლარი ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ არ გადავხედეთ ჩვენ გეგმებს და ჩვენ ვთავაზობთ მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება და მასზე არ იმოქმედებს არც ინფლაცია და მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე. ამ გეგმის თვისება არის ის, რომ ადამიანზე ზრუნვით არის გამსჭვალული. იმ ნაწილშიც კი, სადაც გეგმა ეხება ბიზნესს და ეხმარება მას, საბოლოო ჯამში ჩვენ ვეხმარებით ადამიანს, ვინც ამ ბიზნესში არის დასაქმებული. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ის, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს, ვიცით თუ რამდენ კატეგორიას და რამდენ ადამიანს დაახლოებით მაინც შეეხება ეს პრობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ. ჩვენ გარანტირებული გვაქვს უკვე დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან და ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში აისახება ბიუჯეტში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)