15:59 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 15:34:35, 1067 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, საბოლოო შედეგების შეჯამება ადრეა

ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოო გამარჯვება ქვეყნისთვის იქნება, როდესაც 2020 წლის სასტარტო ნიშნული აღდგება.

„ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, მერწმუნეთ, რომ საბოლოო შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სხვებთან ჩვენ ოპტიმისტურად გამოვიყურებით, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა, რადგან პანდემიის საბოლოო დამარცხებას 1 კვირა, ერთი თვე და ერთი წელიც არ ეყოს, მაგრამ საბოლოო გამარჯვება იქნება სასტარტო ნიშნულის აღდგენა, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი, ეს არის მთლიანად მთავრობის, ხელისუფლებისა და გუნდის ნიშანი. არანაირი ფასი არ ექნება პანდემიასთან ეფექტურ გამკლავებას, თუ დავკარგეთ ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, თუ კრიტიკულად გაგვეზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა და თუ ეკონომიკის სწრაფი ეკონომიკის აღდგენის რესურსი აღარ დაგვრჩა“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics