16:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 11:28:34, 1054 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - დღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ძალაშია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს ძალაშია პრეზიდენტის დეკრეტი, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა, მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომელიც შეეხება არამარტო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც, თუკი პირი წესებს განმეორებით დაარღვევს, მაქსიმუმ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მანვე განმარტა, რომ ეს ცვლილება დღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოქმედებს და ძალაშია მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტი.

„დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. შესაბამისად ეს დეკრეტი და რეგულაციები რჩება ძალაში.

არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ.

რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს. ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არამარტო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც. ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, ექვს წლამდე.

ეს ნიშნავს იმას, რმ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების დარღვევას,რასაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყვეს, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე.

ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს თუნდაც ერთი დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირს მის მიერ ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე დაეკისრება პასუხისმგებლობა, ერთი დღით, ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics