|
2020-04-23 18:08:22, 2128 ნახვა
საზოგადოება
ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი: „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი დღეს შემოიტანა და თანხმობა რამდენიმე წუთში მიიღო
კომპანია „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს, 16:09 საათზე შემოიტანა და თანხმობა 16:34 საათზე მიიღო, - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აქვეყნებს. ვიქტორ წილოსანი შპს „ზოომარტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს, მერიამ მიკროავტობუსით თანამშრომლების გადაადგილების ნებართვის მიღების შესახებ კომპანიის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, სიცრუეს უწოდებს. მისი განმარტებით, კომპანიამ მერიას ორჯერ, 21-22 აპრილს მიმართა და იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომ წერილში მითითებული მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე მერია ნებართვას არ გასცემს. „სამწუხაროდ, ზოომაღაზიების ერთ-ერთმა ქსელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერიამ დააყოვნა, ან შეზღუდა მათი ქსელის თანამშრომლების გადაადგილება, რის გამოც მოუწევთ მაღაზიების დაკეტვა 26 აპრილიდან (თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე მოქმედებს). სინამდვილეში, შპს „ზოომარტის“ ელექტრონული ფოსტიდან (maka@zoomart.ge) მერიის შესაბამის მეილზე (transport.@tbilisi.gov.ge) წერილი გადმოიგზავნა 21 აპრილს, 22:05 საათზე, რაც კანცელარიამ დაარეგისტრირა 10/01201121711-16 ნომრით. იმავე ღამით, 22:12 საათზე, აღნიშნულ წერილზე სსიპ - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უარით უპასუხა (16-012011333 წერილით), ვინაიდან, მოთხოვნა არ იყო ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანაზე. ზემოაღნიშნულის შემდეგ, კვლავ მივიღეთ წერილი 22 აპრილს, შვიდ სატრანსპორტო საშუალებაზე თანამშრომლების გადაყვანის უფლებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თანამშრომელმა სცადა, ელექტრონულ ფოსტაზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს. აღნიშნული ზარით განმცხადებლისთვის უნდა განგვემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი შვიდი სატრანსპორტო საშუალებიდან, ერთი სატრანსპორტო საშუალება მითითებული სახელმწიფო ნომრით არ იძებნებოდა, ხოლო ხუთი სატრანსპორტო საშუალება სედანის ტიპის ავტომობილს წარმოადგენდა, რაზეც სააგენტოს უფლებამოსილება არ ჰქონდა, მოძრაობის ნებართვა გაეცა“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა. ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, ხმაურიანი განცხადების შემდეგ, „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს შემოიტანა და თანხმობაც რამდენიმე წუთში მიიღო.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)