04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 14:30:06, 337 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობის გზით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23 წლის წინ აფხაზეთში  დაწყებულ ომს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობის გზით მოხდება. 
„23 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა - აფხაზეთის ომი დაიწყო. მან ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.
გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის სისხლიან დაპირისპირებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ამ კონფლიქტმა ორივე მხარეს იმსხვერპლა. 
მოძმე ხალხთა შორის ომს უმძიმესი მატერიალური, ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი მოჰყვა. ასეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში.
სამწუხაროდ, ომის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად. კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.
ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობის გზით, ურთირთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის ვითარებაში. ასეთი ატმოსფეროს ფორმირება კი უნდა დაეფუძნოს გაცნობიერებას, რომ რევანშიზმს მომავალი არ აქვს.
ჩვენ ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ ქვეყანას, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოს, რომელიც იქნება გარანტი მისი ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოლიტიკურ უფლებათა ხელშეუხებლობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაღრმავების“,-აღნიშნულია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics