|
2020-04-22 17:20:31, 2335 ნახვა
სამართალი
პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურამ განუცხადა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, 413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4 პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ. მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის შუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)