21:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 14:50:51, 1254 ნახვა

საზოგადოება
„სმარტმა“ მომხმარებელთა თერმო სკრინინგი დაიწყო

განახლებული ფორმატის „სმარტმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები კიდევ უფრო გაამკაცრა და ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელთა თერმო სკრინინგი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ „სმარტმა“ COVID-19-ით ინფიცირების პრევენციისვის სუპერმარკეტების ქსელში გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო თუ ლოკალურმა ორგანიზაციებმა განსაზღვრეს. სმარტის შესასვლელებში მომხმარებლებისათვის შექმნილია სანიტარული ზონა, სადაც მათ შეუძლიათ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და მიიღონ ხელთათმანები,  სუპერმარკეტში იცავენ სოციალურ დისტანციას, ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება, თანამშრომლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ეკიპირებით, მოლარეთა დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები, მიმდინარეობს თანამშრომელთა თერმო სკრინინგი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics