18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 12:42:22, 1225 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - არ შეიძლება თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფებლი განცხადებები, არ გვეკადრება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა, როდესაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პიკის ფაზაში შედის, არ შეიძლება მოდუნება.

როგორც პრეზიდენტმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე აღნიშნა, მთავრობისა და ექიმების კოორდინირებული მუშაობის დამსახურებაა ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

მანვე დასძინა, რომ მაშინ, როდესაც ექიმები და ჯანდაცვის პერსონალი დაუღალავად შრომობენ, არ შეიძლება მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი შეფასებები.

„საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით, პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთის მხრივ, მთავრობის დროული და ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ, მგონია არ შეიძლება ამ დროს ექიმების და ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხყოფელი განცხადებები, ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებეთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, ამის კიდევ ერთი მაგალითია, გუშინდელი ჩემი საუბარი, გაერთოს გენერალურ მდივანთან, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმაებები, ამით უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო გამძიმებას გამოიწვევს, მთავარია შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლ ქვეშ და ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, იყოს მათთვის ადგილები, როგორც აქამდე შევძელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics