2020-04-21 19:50:54, 1425 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის პროგრამებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წლის პროგრამებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
უწყება შეუფერხებლად აფინანსებს კარდიოქირურგიულ და ონკოლოგიურ სამედიცინო მომსახურებებს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსლანტაციას, ასავე ძვირადღირებულ მედიკამენტებს.
კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილება არ შეხებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტს, რადგან სამინისტროსთვის წლის დასაწყისში დამტკიცებული პროგრამები კვლავ პრიორიტეტულია და მათი განხორციელება მოსახლეობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით გადავადდა რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),