|
2020-04-21 11:23:59, 2351 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა
აშშ შეისწავლის დეტალებს კიმ ჩენის, ჩრდილოთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც გადატანილი ოპერაციის შემდეგ სერიოზულ საფრთხეშია - ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს. 15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არ იმყოფებოდა ბაბუამისის, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რეპუბლიკის დამაარსებელის, დაბადებისდღეზე. კიმ ჩენი ბოლოს 11 აპრილს, მთავრობის სხდომაზე იხილეს. ერთის მხრივ, ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და თუ რამდენად დიდია საფრთხე, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. სამხრეთ კორეის ონლაი-მედია საშუალება „Daily NK” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 12 აპარილს გადატანილი ოპერაციის შემდეგ, კიმ ჩენი საკუთარ ვილაზე იმყოფებოდა. დსმხრეთ კორეის ინფორმაციით მას გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო გაუკეთდა ოპერაცია., რომელიც გართულდა გადაღლილობის, მოწევის და წონის პრობლემების გამო. ჟურნალისტების თქმით, ჩრდილოეთ კორეაში სასტიკად კონტროლდება ინფორმაცია მათი ლიდერის და მისი ოჯახის შესახებ, რის გამოც რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ღონისძიებებზე არ დასწრების გამო ვრცელდება ჭორები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იდენტური სიტუაცია იყო 2008 წელსაც, როდესაც ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის 60 წლის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობას კიმ ჩენი არ დასწრებია, მეორე დღესვე გავრცელდა ჭორები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მან ინსულტი გადაიტანა. 2014 წელს, კიმ ჩენი თითქმის ერთი თვით გაქრა არეალიდან, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ ტერფიდან კისტა ამოაჭრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)