22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 18:13:00, 1649 ნახვა

საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა ცეცხლი თავდაცვის ძალების ბრიგადების ტაძრებსა და თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში მიაბრძანეს

 

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

სამხედრო პოლიციელებმა და კაპელანებმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიაზე სამხედრო ბრიგადებში არსებულ ეკლესიებში მიაბრძანეს. საქართველოს მასშტაბით კი, სამხედროებმა წმინდა ცეცხლი რეგიონებში არსებული საკათედრო ტაძრებიდან წაიღეს.
თავდაცვის სამინისტროს მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ღვთისმსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. სააღდგომო წირვაზე კორონავირუსის პანდემიის პრეცენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იყო დაცული. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მთავარმა კაპელანმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:50 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics