22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 14:30:38, 1532 ნახვა

საზოგადოება
ბასილ კობახიძე - ეკლესია, მთავრობა და მედია ხალხს ატყუებს, ტაძრის კარი არ დაუკეტავთ

„ატყუებს ხალხს ეკლესია, მთავრობა და მედია. ეკლესიას ტაძრები არ დაუკეტია“, - ამის შესახებ რელიგიადმცოდნე და ყოფილმა სასულიერო პირმა ბასილ კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მკაფიო განცხადებები მხოლოდ გურჯაანის ეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთეს და ისიც, მხოლოდ აღდგომის წირვასთან დაკავშირებით.

„ატყუებს ხალხს ეკლესია, მთავრობა და მედია. ეკლესიას ტაძრები არ დაუკეტია. მხოლოდ გურჯაანის ეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთეს მკაფიო განცხადებები და ისიც მხოლოდ აღდგომის წირვის შესახებ და არა მომდევნოებზე. ყველა დანარჩენი მეუფეების და მღვდლების განცხადებები რომლებსაც აღფრთოვანებით აშეარებენ, სავსეა ტყუილით. შევზღუდოთ, გთხოვთ სახლში დარჩით, ეზიარეთ მაგრამ მერე კარანტინში წადით, არის აფერისტობა. მრევლი მაინც მივა და უფრო მეტიც მივა, რადგან ეს ახლა გმირობის ტოლფასი გახდა. მხოლოდ როდესაც სასულიერო პირი მკაფიოდ ამბობს რომ ტაძარი მრევლისთვის დაკეტილია, მაშინ არ მივა. მთელ საქართველოში კი ასე კარანტინზე ეკლესიების დაკეტვა, რომ შიგნით მარტო მღვდელი მსახურებდეს და ტრანსლიაცია მიდიოდეს წირვის, შეუძლია მხოლოდ პატრიარქს, რასაც არ აკეთებს. ასევე ყურადღების კონცენტრირება ხდება მხოლოდ აღდგომის წირვაზე, თითქოს სხვა წირვებზე უკვე და აღდგომის შემდეგ წირვებზე არ დავირუსდება ხალხი“, - განაცხადა ბასილ კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics