|
2020-04-18 09:46:35, 3677 ნახვა
ეკონომიკა
პირველად Future Agro Challenge Georgia ონლაინ რეჟიმში ჩატარდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Future Agro Challenge Georgia (FAC) – 25-26 აპრილს წელს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ-ბიურო, რომელიც ახალი გამოწვევის საპასუხოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ინოვატორებს, აგროპრენერებს, აგროტექნოლოგებს, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებულ პირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააერთიანებს. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 21 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ. Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება: Agro Logistics // Agro Tourism //Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives //Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software// Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science //Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture //Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms// Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology გამარჯვებული მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2020 წლის 1-4 ოქტომბერს. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus), სექტორი 3 • Sector 3, Prodemos • პროდემოსი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association და Agro Solutions - აგრო სოლუშენს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2K9SiAZ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)