08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 17:18:28, 2624 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - აქტიურად ხდება ბიზნესების გადამოწმება, ამ ეტაპზე გადამოწმებულია 300-ზე მეტი კომპანია

აქტიურად ხდება ბიზნესების გადფამოწმება, ამ ეტაპზე გადამოწმებულია 300-ზე მეტი კომპანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, რათა ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპისთვის.

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით პრაქტიკულად ახალი გამოწვევების წინაშე და კრიტიკულ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც ჩვენ წინაშე ახალ პრობლემებს და ახალ გამოწვევებს აყენებს და აქედან გამომდინარე, მივიღეთ ასეთი გადამწყვეტი ზომები, რათა მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი გაერთიანებული ინსპექციები ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად აგრძელებენ ბიზნესების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, რამდენად პასუხობენ ბიზნესები გაიდლაინებს და მოთხოვნებს, რასაც ჩვენ გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა, მაგრამ ბიზნესისთვის პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპების, რათა სწორად დაგეგმოს თავისი რესურსები და ქმედებები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics