23:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 15:21:58, 1335 ნახვა

საზოგადოება
მეუფე დანიელი - სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული, ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისათვის პირბადეების გაკეთება გათვალისწინებული არ არის.

მიტროპოლიტი ამას იმით ხსნის, რომ სასულიერო პირები „ღვთის წინაშე დგანან და უშუალო კავშირი აქვთ უფალთან“.

„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ აქვთ ეს პირბადეები“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics