2020-04-17 14:35:56, 1295 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესს ასრულებს
სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების წესს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების წესი, როგორც წესი, 14:00 საათზე სრულდება, რადგან ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტე ჯვარზე ამ დროს მიიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური სამყაროსთვის დღეს ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევია. მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები სრულდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან