04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 15:34:28, 345 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის მიერ მიღებულ დამატებით ემბარგოს სიაში საქართველო არ მოხვდა

რუსეთმა დამატებით რამდენიმე ქვეყანას პროდუქციაზე ემბარგო დაუწესა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოების შესახებ ბრძანებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებზეც რუსეთი ემბარგოს დასაწესებლად ემზადებოდა, საქართვველოც სახელდებოდა, თუმცა ფედერაციცის პრემიერის მიერ დღეს დასახელებული ქვეყნებში საქართველო არ მოხვდა.

შეზღუდვები გავრცელდა ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიასა და ლიხტენშტეინზე. „განსაკუთრებული პირობებით“ აღნიშნულ სიაშია უკრაინაც - მასზე ემბარგო იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევა „სხვა ქვეყნების მხრიდან სანქციების მხარდაჭერა ნიშნავდა, რომ ისინი მზად იყვნენ რუსეთისგან საპასუხო ზომებისათვის“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics