|
2020-04-17 10:45:30, 1850 ნახვა
პოლიტიკა
აშშ, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1.7 მილიონი დოლარით ეხმარება
საქართველო აშშ-სგან 1,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯანმრთელობის დაფინანსებას მიიღებს. აღნიშნული დაფინანსება ქვეყანას დაეხმარება ლაბორატორიული სისტემების მომზადებისა და მოვლენებზე დაკვირვების გააქტიურებაში. ასევე, ტექნიკურად მომზადებასა და მზადყოფნისთვის, რისკების კომუნიკაციის გასაძლიერებასაც შეუწყობს ხელს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 3,6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია , მათ შორის, დაახლოებით, 139 მილიონი აშშ დოლარი ჯანმრთელობის დახმარება. „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თითქმის 508 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს გადაუდებელი ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს იმ კრიტიკულ ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების კონტროლს“, - ვკითხულობს აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ კორონავირუსით დაზარალებულ 100-მდე ქვეყანას ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)