19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 21:32:03, 1569 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია

"რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ვაქცინა არაა და ის დაახლოებით შემოდგომისკენ შეიქმნება, მანამ კი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება რეკომენდაციების დაცვაა.

"ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომაშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, უკეთესად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რასაც სხვადასხვა ორგანო იძლევა, რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია. არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და არ იქნება დაახლოებით წლის ბოლომდე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა იქნება, მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ გავრცელება არ იყოს ფართომასშტაბიანი, რეკომენდაციების დაცვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics