|
2020-04-16 20:12:09, 1624 ნახვა
სამართალი
ასადოვს სუსში ხვალ, 12 საათზე გამოკითხავენ
მირტაგი ასადოვის სუსში გამოკითხვის პროცესი დღეს ვერ შედგა, რადგან EMC-ის ადვოკატისთვის მარნეულში საშვის დაშვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა. ასადოვის გამოკითხვა ხვალ, 12 საათზე ჩატარდება. "დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხული ორი სხვა პირის განმარტებით, მათი გამოკითხვა მარნეულში ბოლო დღეებში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს უკავშირდებოდა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი,ბოლო რამდნიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა საღამოს 9 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარების და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება. მირტაგი ასადოვი განმარტავს, რომ ის შეუერთდა ამ სოციალურ პროტესტს და თავისთავად ამ პროცესში დანაშაულის ნიშნების ამოკითხვა რთულია. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აპრილს შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და რა თქმა უნდა, გაუგებარია როგორ ამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზემოხსენებულ საპროტესტო აქციაში საბოტაჟის დანაშულის ნიშნები", - განაცხადეს EMC-ში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)