20:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 15:59:01, 1042 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზეც საქართველო დგას

ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზედაც საქართველო  დგას და საფუძველთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეკლესია და ტრადიცია, რომელიც საუკუნის განმავლობაში - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული უნდა გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა და მიხვდეს რას მოგვიწოდებს ეკლესია.

„ეკლესია  ვერ დაიხურება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მძევალი. პირიქით, რასაც  პრემიერ-მინისტრი ამბობს, ის ხვალინდელ დღეზეც არის გათვლილი, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას დაპირისპირება მორწმუნეთა შორის - რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელია ეკლესიაში და რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელი არ არის.  მთავრობამ, რეალურად, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ საზოგადოების შიგნით არ გაჩნდეს დაპირისპირება, მითუმეტეს,  ჩასაფრებული  ხალხის არსებობის გათვალისწინებით", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქე.

„რაც არ უნდა მოგვიწოდონ  ეპიდემიოლოგებმა,  რაც არ უნდა პოლიციელების დიდი პოსტები გავშალოთ მთელ ქალაქში და სახელმწიფოში, თუკი ადამიანმა არ გაითავისა, რომ საფრთხეს უქმნის მეორე ადამიანს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ეკლესიას და მის ავტორიტეტს,  ვერაფერი ვერ დააკავებს იმ უბედურებას, რაზედაც გვესაუბრებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ავტორიტეტული ექიმები.  მათ რეალურად იციან, რა შეიძლება ამას მოყვეს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა დღეს გადამწყვეტია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics