|
2020-04-15 14:37:06, 2402 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალება ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ მუნიციპალიტეტებში (მიუხედავად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა). ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა შეზღუდვის ამოქმედების შემდგომ (კომენდანტის საათის გათვალისწინებით) შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნების მიზნით. ასეთი პირები ვეღარ შეძლებენ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ზემოხსენებულ ქალაქებში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ შეეხება: ✓ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივ გადაადგილებას; შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)