00:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 11:26:05, 1474 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მორწმუნე ადამიანი ქვეყნის წინაშე ორმაგად პასუხისმგებელია.

როგორც მან „ფეისბუქ“ ჩართვისას აღნიშნა, საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისათვის.

„ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. მე მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის. დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვებრბძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩნოთ ეს, ბოლომდე მივიდეთ ისე, რომ შემდეგ ღირსეულად გამოვიდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics