|
2020-04-14 15:51:45, 2369 ნახვა
ეკონომიკა
ჰერეთი ღია წერილით ეკონომიკის მინისტრს მიმართავს
ჰერეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს და არსებული გადასახადების გადახედვისკენ მოუწოდებს. “მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ე.წ. „კორონა კრიზისმა“, მკვეთრი გავლენა იქონია რადიოს სარეკლამო ბაზარზეც, მათ შორის, საქართველოში. უამრავმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა და ცხადია, რადიოში რეკლამის განთავსებაც. მოგეხსენებათ, დედაქალაქში FM რადიოს ძირითადი მსმენელი ავტომობილით გადაადგილდება, რადგან კარანტინის რეჟიმმა გადაადგილებაც გაართულა. ეს კი, ბუნებრივია, აისახა ისედაც მწირ რადიო სარეკლამო ბაზარზე და დამოუკიდებელ რადიოსადგურებზე. ვგულისხმობ ჰერეთს და მის რადიოსადგურებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ერთგულნი არიან მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკის და არსებობის მანძილზე, არც ერთი თეთრი არ მიუღიათ არც სახელმწიფო სტრუქტურებისაგან და არც ოპოზიციისგან. მძიმეა ბევრი რეგიონული მედიის/მაუწყებლის ყოფაც, რაც ქმნის მათი მუშაობის პარალიზების და გაკოტრების წინაპირობას. არსებული კრიზისი, რომელშიც ყველა ერთად აღმოვჩნდით, ერთი-ორად ამძიმებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სავალდებულო გადასახადებს და თუნდაც, საიჯარო ხელშეკრულებებს ეხება. ჩვენი თხოვნაა, გადახედოთ შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ (რადგან ამ ორგანიზაციის 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა) სატარიფო პოლიტიკას და მინიმუმ, გაანახევროთ არსებული ყოველთვიური საიჯარო გადასახადები. სხვა შემთხვევაში, ეს სექტორი ჩამოიშლება.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)