|
2020-04-13 15:40:21, 2440 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წესების დაცვის შემთხვევაში სავარაუდოდ, მაისიდან ეტაპობრივად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნას
უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წესების დაცვის შემთხვევაში სავარაუდოდ, მაისიდან ეტაპობრივად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში ქვეყანა მალე დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. „რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ახლა უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან უკვე დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური და მიმდინარე მონაცემები გვაძლევენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)