|
2020-04-10 20:10:33, 1429 ნახვა
კომენტარი
კარანტინში მყოფი ანა ნიჟარაძე - კარანტინი კი არა "holiday"-ა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს
„კარანტინი კი არა "holiday"-ა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. #მადლობაგახარიას. არ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველივე მოქალაქეს!!!! #დარჩითსახლში", - წერს ბრიტანეთიდან დაბრუნებული ანა ნიჟარაძე თავის პოსტში „ფეისბუქზე". ანა 5 დღის წინ დაბრუნდა ლონდონიდან და ახლა 14-დღიან კარანტინს გადის ჩაქვში მდებარე ტურისტულ კომპლექსში „დრიმლენდ ოაზისი". „როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსენდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად !" - მოუწოდებს ის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამჟამად ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. ანა ინფორმაციას სპეციალური ჩარტერული რეისის შესახებ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საიტზე გაეცნო, რეისის შესრულებამდე 1 დღით ადრე კი „ჯორჯიან ეარვესის" ვებგვერდზე ბილეთიც გონივრულ ფასად 177 ფუნტად შეიძინა და სამშობლოში დაბრუნდა. „სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომ ვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი“, - ანა ასევე მოწონებით აღწერს სასტუმროში არსებულ ვითარებას, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონა ფუნქციონირებს. „ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი)", - წერს ანა ნიჟარაძე. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები არა მხოლოდ ლონდონიდან, ასევე ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)