02:59 - 05 Jul, 2026
|
2020-04-10 17:51:19, 1721 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობა დაასრულა
ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, მეტრომშენის დასახლებაში, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა დასრულდა. რეკრეაციულ სივრცეში გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით. მოეწყო ლითონის დეკორატიული ღობე და საფეხმავლო ბილიკები. სკვერში არსებული ბეტონის კედელი ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოიხატა. ასევე, მოეწყო კიბეები და სკვერი ადაპტირდა შშმ პირებისთვის. მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)