|
2020-04-10 13:56:31, 2854 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღეის მდგომარეობით, 122 საწარმოა ინსპექტირებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 122 საწარმოა ინსპექტირებული. მისი თქმით, 58 კომპანიიდან, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეუჩერდათ, საქმიანობის უფლების აღდგენაზე სამინისტროს ხელახლა მიმართეს, თუმცა 20-მა მათგანმა შესაბამისი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. „საწარმოების ინსპექტირება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. აქედან დიდი ნაწილი არის ის სისტემური მსხვილი საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან და აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ დიდი შენიშვნები ჩვენ ამ ნაწილში არ გვაქვს , რადგან ამ საწარმოებმა სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე, ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით. ასევე 58 საწარმო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მათ დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა მოგვმართეს რომ უფლება აღუდგეთ. აქედან, სამწუხაროდ, 20-მა კომპანიამ ვერ მიიღო დადებითი დასტური ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჰქონდათ მთელი რიგი ხარვეზები და მათ განემარტათ ეს ყველაფერი. ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)