|
2020-04-10 10:54:04, 2280 ნახვა
ეკონომიკა
GITA 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის (ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები) ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს. შეხვედრები Microsoft Teams - ის მეშვეობით ჩატარდება და დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მეილზე gbagashvili@gita.gov.ge, შესაბამისად მიიღებენ ღონისძიებაზე დასწრების ბმულს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 30 აპრილამდე გრანტების პორტალზე დარეგისტრირებული განაცხადების შეფასება დასრულდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ხოლო პირველი მაისიდან შემოსული განაცხადების შეფასება - 2020 წლის სექტემბერში. საინფორმაციო დღეების განრიგი: 10 აპრილი - 17:00 საათი; 17 აპრილი -17:00 საათი; 27 აპრილი - 17:00 საათი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)