|
2020-04-09 18:04:15, 1355 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არამალფუჭებადი პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა. აღნიშნული პაკეტები შპს „ავერსი ფარმამ“ და კომპანია „გალფმა“ გამოყო, რომელიც ჯამში, 333 შშმ პირს გადაეცემა. დედაქალაქის მერის მოადგილემ აქციაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეიდან დაიწყება სპეციალური საჭიროების მქონე 333 პირისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება. ჩემთან ერთად იმყოფებიან კომპანია „ავერსისა“ და „გალფის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, სპეციალური პაკეტი შეგვეკრა შშმ პირების საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, თითოეულ ოჯახს უკვე გადავცემთ პროდუქტსაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად დავფარავთ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც სპეციალური საჭიროების მქონე პირები ჰყავთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები ბიზნესსექტორის ჩართულობით, თბილისის მერიამ სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს, ასევე, მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს უკვე გადასცა. დედაქალაქის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)