10:11 - 06 Jun, 2026
|
2015-08-12 10:03:03, 1640 ნახვა
კომენტარი
ლიონელ მესი: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი გუნდი ვიყავით
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი გუნდი ვიყავით, - ამის შესახებ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართული უეფა-ს სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა. უეფა-ს ევროპის სუპერთასის მფლობელი „ბარსელონა“ გახდა. „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5-4 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დასრულდა. გადამწყვეტი, მე-5 გოლი გოლი კი მატჩის 115-ე წუთზე, დამატებით დროში „ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა გაიტანა. „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი გუნდი ვიყავით და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სუპერთასის მოგება წლის სწორად დაწყებას ნიშნავს", - აღნიშნა ლიონელ მესიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)