|
2020-04-08 11:35:21, 1781 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვანი დაზარალებულების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)