09:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 09:25:07, 2609 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ ოპერატიულად იმუშავა, ბიზნესებმა შეძლეს პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება

„ბევრმა ბიზნესმა შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულის გამო, მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოპერატიულობისთვისა და მყისიერი ღონისძიებებისთვის.

„შექმნილ ვითარებაში მთელ მსოფლიოში ბევრი მიმართულების გადახედვა ხდება, იცვლება მიდგომები. ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ გარკვეულ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ საზოგადოებას. ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. ახალი გამოწვევები კი ასეთია - დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით. ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. სოფლის მეურნეობის დარგი მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ პირველადი საჭიროებების წარმოებების მხარდაჭერას და წახალისებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics