|
2020-04-07 18:45:33, 1314 ნახვა
საზოგადოება
შენმოქმედის აქცია „ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“
„ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“ – ამ აქციით გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ მსოფლიოს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის -15 05-ის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აქციაში სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“ ინიციატივის დამფუძნებლების სექტორის 3-ისა და ფონდი პროდემოსის მოხალისეები მონაწილეობდნენ. „დღეს, როცა მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი მიზანი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოხატვაა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებისადმი, რომლებიც Covid 19–ის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მზად არიან უპასუხონ ჩვენს ზარებს და დაგვაკვალიანონ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
„გვსურს, ასევე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მივულოცოთ ექიმებს, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსა და ზოგადად, თითოეულ ადამიანს, ვინც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს და სხვადასხვა გზით ცდილობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნავენ „შენმოქმედის“ მოხალისეები. სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივა „შენმოქმედი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის, რომელში ჩართვა შეუძლია ყველას, როგორც მოქალაქეს, ისე ორგანიზაციას, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მედიას - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)