02:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 14:27:20, 1279 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - იმ ტემპით რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებიან სამშობლოში

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იმ ტემპით, რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთვაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებიან სამშობლოში.

მისი თქმით, ამის მიზეზად ერთხელ გაკვრით დასახელდა საკარანტინე სივრცეების ნაკლებობა.

„არაზუსტი დისკუსიაა, თითქოს თვითმფრინავს ვინ იშოვის ეს წყვეტდეს საქმეს. ფაქტია, მკაფიო პასუხი ჩვენი მთავრობისგან არც ერთხელ არ მიგვიღია. ერთხელ ითქვა გაკვრით, რომ პრობლემა არის აქ საკარანტინე სივრცის არარსებობა და ამიტომ ვერ იღებენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის მძიმე შეცდომა, რომ ამისთვის მზად არ იყო ქვეყანა, მაგრამ ახლა მომხდარ შეცდომაზე ფოკუსირება არ არის საკმარისი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ დროულად უნდა მოხდეს საკარანტინე სივრცეების მინიმუმ გაორმაგება და ამის რესურსი ქვეყანას აქვს. მისი ინიციატივით, უნდა მოხდეს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება და მათთვის კომპენსაციის გადახდა.

„ახლა არის შემდეგი ამოცანა, ამ საკარანტინე სივრცის მოგვარება უნდა მოხდეს მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. უნდა გაორმაგდეს რაოდენობა. დღეს თუ არ ვცდები, სადღაც 6 000-მდე ადამიანია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული. მინიმუმ ორი ამდენი გვჭირდება, თორემ იმ ტემპით რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთვაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებია სამშობლოში და ეს არის უმძიმესი ხვედრი ამ ადამიანებისთვის. ორი კვირის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს საკარანტინე სივრცე და ამის რესურსი ბიუჯეტში არის, ყველა სასტუმრო, რომელიც ცარიელია, სიამოვნებით დათანხმდება ამ შემოთავაზებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics