03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 12:24:30, 331 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

10 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ბანერს მიღმა მოექცა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 
„მსგავს უკანონო ქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 6 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს განმეორებით იქნა დამონტაჟებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში. 
 საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისადა ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზეუსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics