|
2020-04-03 17:28:52, 2023 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრები StopCov ფონდში უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ
„ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხელფასიდან მინიმუმ ერთი მესამედი მოვიკლოთ და ფონდში შევიტანოთ, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების" სოლიდარობის აქტს. მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები. „ქართული ოცნების" სოლიდარობის აქტი, გარდა იმისა, რომ შესაბამის ფონდში იქნება გარკვეული მატერიალური შენატანი, არის ძალიან პოზიტიური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავთ - ამ მოწოდებას აყვნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ამავე დროს „ქართული ოცნების" წევრები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" წევრები უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ და ამით მონაწილეობას მიიღებენ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ვითარების გამო, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მიიღებენ დახმარებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მისივე თქმით, ფონდში სერიოზული შენატანები უკვე გააკეთეს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც დამატებითი ბიზნეს შემოსავლები აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)