|
2020-04-03 17:15:56, 3993 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით ნაკლებ მგზავრ მოემსახურა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710,143 მგზავრს მოემსახურა, რაც -30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,014,734 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც -27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი - 5,200 რეისი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეგულარული სატვირთო გადაზიდვები და სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ნიშნავს. შეზღუდვები ასევე არ ეხება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებს, როგორიცაა ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური და სხვა სახის ფრენები. მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა: მგზავრს მოემსახურა. რაც -40% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 804,675- მგზავრი). რაც შეეხება ცვლილებას რეისების კუთხით, სამი თვის ჭრილში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები -36 % არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2,717 რეისი განხორციელდა. (2019 წელი 4,269 რეისი). 2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7,303 მგზავრმა ისარგებლა. რაც -66% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21,664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47,574 მგზავრს მოემსახურა, რაც -8 % ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 51,916 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს: მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -22 % შემცირდა. (2019 წელი 421 მგზავრი). ერთადერთი აეროპორტი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2% გაიზარდა. (2019 წელი 45 მგზავრი). ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1,359 მგზავრი).
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)