|
2020-04-03 12:39:51, 2464 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა
„სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ნაწილში, სადაც განხილულია რაციების ჩანაწერები, აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება და გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. „სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ის მიმოიხილავს რაციების ჩანაწერებს, სადაც აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას: რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა? ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შს სამინისტრო და ზოგადად სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)