2020-04-03 12:06:46, 982 ნახვა
კომენტარი
გია გაჩეჩილაძე: დღეს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეების" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ასეთი განსაცდელის დროს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია.
„როცა შენი სამშობლო განსაცდელშია და ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენს მშობლებსა და შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ, ამ ფონზე „პოლიტიკური ქულების" დაწერის მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელისუფლებისა და ჩვენი გმირი ექიმების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, აღარ არის მხოლოდ უტიფრობა ან უზნეობა! ამას ერთი სახელი აქვს! - საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მტრობა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,