|
2020-04-03 11:30:10, 2070 ნახვა
საზოგადოება
ხუნდაძე - თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები დარჩეს ტკბილ მოგონებად, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა კრიზისული ფაზისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განიხილება, რათა ვიცოდეთ, რამდენად არის შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემა მზად. „პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სწორად უნდა გავიაროთ ისევე, როგორც სწორად გავიარეთ შეკავების ფაზა. ასევე პრეკრიზისული ფაზაც რომ სწორად გავიაროთ ამის მზაობა არსებობს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა წამოვა ჯანდაცვის სექტორზე, ანუ წინა ხაზს უკვე დაიკავებენ სრულად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს ჩვენ სხდომაზე გვექნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ჯანდაცვის სექტორის რევიზია, რამდენად არის მზად. ასევე შევეხმიანო მოქალაქეებს, რომ დაიცვან წესები, რეკომენდაციები, ფიზიკური დაშორება და ჰიგიენის წესები. თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები იყოს ტკბილ მოგონებად, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარება სადაც როგორ განვითარდება იქნება შესაბამისი რეგულაციები შემოტანილი. ხედავთ, რომ ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ მრწამსს, არც გვარიშვილობას. ასე რომ, ყველას გვჭირდება სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)