06:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 15:12:29, 1281 ნახვა

საზოგადოება
ცქიტიშვილი - თუ მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესი სამუშაო ადგილებს ვერ შეინარჩუნებს, მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას შევთავაზებთ

ვიმედოვნებთ, მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუ ასე არ მოხდა, მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში ბიზნესის მხარდასაჭერი ზომების ეტაპობრივად მიწოდება კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენ გუნდს 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად, შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics