06:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 14:49:09, 1159 ნახვა

საზოგადოება
ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ქუჩა იყო ამორტიზებული. შესაბამისად, მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, კიდევ რამდენიმე მისამართზე ახორციელებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯება.  ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics