06:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 19:09:49, 2682 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა გარანტირებული იყოს სამართლიანი არჩევნები

„მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელიც საელჩოს ტვიტერის  ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება.

 „მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები",- ნათქვამია განცხადებაში.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics